რამდენიმე დღის წინ ფრანგულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ცნობილი მსახიობი ალენ დელონი თვითმკვლელობაზე დაფიქრდა.
ბოლო თვეების განმავლობაში 76 წლის დელონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. მას გული აწუხებს და ამის გამო ღრმა დეპრესიაში ჩავარდა.
კინომსახიობი უკანასკნელ მეუღლესთან დიდი ხნის განშორებულია და ამჟამად მარტოდ-მარტო, ერთგულ ძაღლებთან ერთად ცხოვრობს.
დელონი დროდადრო საფრანგეთში საგასტროლო ტურნეებს მართავს, მაგრამ ამაზე უარის თქმა მოუწია.
„ასაკი მომემატა, ჯანმრთელობაც ხელს აღარ მიწყობს. ბოლო თვეების განმავლობაში თვითმკვლელობაზე რამდენჯერმე სერიოზულად ჩავფიქრდი. წარმოვიდგენ ხოლმე კიდეც ამ სცენას. თუმცა, ამის არგაკეთება ძალიან ძნელია, რადგან თუ ფიქრობ და არ აკეთებ, ეს უფრო მეტად გტანჯავს.“ - განაცხადა ინტერვიუში ალენ დელონმა.