“ამბობენ, ერთხელ ნადიმზე სიკვდილის სადღეგრძელო შესვეს და სთხოვეს: ერთხელ ისე გვეწვიე სიკვდილო, რომ დაგველაპარაკოთ, ღვინო შევსვათ, თავი ისე მოგაწონოთ, რომ კაცის მოკვდინება გადაიფიქროო...
... მოსაღამოვდა, მთვარის შუქმა არემარე გადაათეთრა. უცებ, თითქოს არსაიდან, ბილიკზე უცნობი გამოჩნდა. ნელ-ნელა მოუახლოვდა კოცონს .და ულამაზესმა მზეჭაბუკმა თავშესაფარი ითხოვა. ჩამოჯდა კაცებთან ერთად, ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდეს. პური, ყველი და კეთილი გული... ყველა მიხვდა ვინც იყო უცნობი სტუმარი”
ქართულ ინტერნეტფორუმებზე სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ გამალებული მსჯელობა განსაკუთრებით წინა კვირას მომხდარი რამდენიმე ტრაგიკული ავტოავარიის შემდეგ დაიწყეს. თუმცა, ჩვენს ქვეყანას სხვა ტრაგიკული ფაქტებისც უხვად აქვს. მაგალითად, რუსული პროდუქციის ყიდვა-არყიდვის საკითხი...
Asmeta1084: „ადრე რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული იყო სადღაც 80 მლნ. დოლარის პროდუქცია. იმავე დროს რუსეთმა რკინიგზის თუ რაღაც პროექტისთვის აფხაზეთს გამოუყო 40 მლნ. დოლარი. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. ჩათვალეთ რომ თქვენი ხელით დააფინანსეთ აფხაზები.
რაც შეეხება დენს და ა.შ. - არავინ ითხოვს სიდედრის ჯინაზე თვალების დათხრას.
ომის დროს ვიღაცამ ამერიკაში (ამერიკელმა) პროტესტის ნიშნად უარი თქვა რუსული ალკოჰოლის გაყიდვაზე საკუთარ მაღაზიაში და დიდი ამბით აჩვენეს ჩვენს ტვ-ში. თუ ქართველს არ უნდა თავის შეწუხება, ამერიკელს აი სულ ფეხზე არ უნდა ეკიდოს? ან გერმანელებმა რატომ უნდა თქვას უარი თავისთვის მომგებიან პროექტებზე რუსეთში თუ ჩვენ ბალტიკას, ბალტიმორის აჯიკას და ვედენეევას ტყემალზე არ ვამბობთ უარს? ისე ცნობისთვის, ტოტალური ბლოკადის ფონზე რუსეთში მაინც იყიდება ჩვენი ფეროშენადნობი... ასე რომ რაც სჭირდებათ, უარს არ ამბობენ“
თუ რამე პროდუქტს ვყიდულობ, ჯერ ვუყურებ ვისი წარმოებაა. პატრიოტიზმი სხვა მომენტია, მაგრამ ნებისმიერი რუსული პროდუქტის ალტერნატივა არსებობს საქართველოში, გინდა ფასით და გინდა ხარისხით.
გავიგეთ, რომ მაგარია საჯარო რეესტრი, რამდენ ხანს მივაწერთ კიდევ ამ ხელისუფლებას ამ დიდ მიღწევას?
Georgian_Legend: “დღეს რუსეთიდან სტუმრები ჩამომივიდნენ, აეროპორტში დავხვდი. ერთ–ერთმა სტუმარმა ცოტა ადრე მოახერხა პროცედურების გავლა და გარეთ გამოვიდა. სანამ დანარჩენებს ველოდებოდით სტუმარი დიდი სიამაყით მიყვება:
– ამათთან ერთად ვერ ვახერხებდი ჩამოსვლას, საზღვარგარეთის პასპორტს ვადა გაუვიდა და ორ კვირაში მოვახერხე ახლის აღება, თვითონ საპასპორტოშიც გაუკვირდათ როგორ მოახერხეო.
რომ ვერ შემატყო სახეზე გაკვირვების ვერანაირი ნიშანწყალი დაინტერესა ჩვენთან პასპორტის აღებას რამდენი ხანი სჭირდებოდა. მეც ვუპასუხე, 10 სამუშაო დღე თუ არ გეჩქარება და თუ სასწრაფოა ოფიციალური გადასახადის გადახდის შემდეგ 1 დღეშიც დაგიმზადებენ მეთქი. კარგა ხანს ჩუმად იყო, ბოლოს საქართველოს შესაბამისი სტრუქტურა შეაქო”
ათი წლის შემდეგაც მოიმადლიერებთ მიშას, რომელიც ამ დროისთვის მესამედ არჩეული პრემიერი იქნება?
მიმართვა მობილურ კომპანიებს: დაფარეთ პირიქითა ხევსურეთი!
Satevari: “საქართველოში არსებობს კავკასიის მაშტაბით გიგანტური მობილური კომპანიები - მაგთიკომი და ჯეოსელი, რომელთაც ამდენი წლის განმავლობაში ვერაფრით მოიცალეს იმისთვის რომ ერთი მუჭა კუთხის- პირიქითა ხევსურეთის ძირითადი ადგილები მაინც დაფარონ. გასაგებია, რომ ეს მხარე რთული რელიეფური პირობებით ხასიათდება და რთულია გადამცემი სადგურების მომსახურება, მაგრამ ცოტა ხნის წინ ბილაინმა წარმატებით დატესტა მზის ენერგიაზე მომუშავე გადამცემი სადგური (გუდაურში), რაც ძალიან ამარტივებს ამ საკითხს. არადა, ხევსურეთში მობილური კავშირი ნიშნავს იმას რომ:
- სასწრაფოს ან მაშველებს დროულად გამოიძახებ უბედური შემთვევის დროს და ამით ბევრი სიცოცხლე გადარჩება;
- ტურისტულად აქტიური რეგიონი სამარცხვინო საკომუნიკაციო იზოლაციაში აღარ იქნება;
- ადგილობრივი მოსახლეობისათვის ოდნავ გაადვილდება ისედაც საკმაოდ რთული ცხოვრება;
- მტრული სახელმწიფოს მოსაზღვრე კუთხე უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული დანარჩენ საქართველოსთან.
გთხოვთ ერთად მოვთხოვოთ მობილურ კომპანიებს ამ დიდებული მხარის დაფარვა”
რა შატილი, რის შატილი... “ბილაინი” ვაზისუბანში არ იჭერს თუ სახურავზე არ ახვედი...
ყველაფერი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტით დაიწყო. მას პოლონეთის, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები მოყვა.
Flamper: “დიპლომატიური აქტივობების გააქტიურება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ამ ბოლო დროს სააკაშვილს იშვიათად იწვევდნენ სამიტებზე და თბილისი აღარ იყო მაღალი რანგის შეხვედრების პოპულარული ადგილი, მხოლოდ დასავლეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილის მოქმედებათა არ-მოწონებით როდი იყო გამოწვეული. პრობლემა ის იყო, რომ არ ჩანდა ცხადად, შეძლებდა თუ არა ის, ქვეყნის სამხედრო მარცხის შემდეგ, პოლიტიკურად გადარჩენას. ან თუ შეძლებდა, მოახეხებდა კი ამის გაკეთებას პოლიტიკური რეპრესიებისა და დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვის გარეშე. ამიტომ დასავლეთმა დაცდა გადაწყვიტა, რათა დაენახა, თუ რა მოხდებოდა საქართველოში”…
ამ სიტყვებს გია ნოდია ამბობს. ნოდია აღმოჩნდა პირველი “მიშისტი”, რომელმაც აღიარა, რომ ქვეყანა იზოლაციაში იყო.
გასწირავენ მსოფლიოს? იქნება ბირთვული ომი როდისმე? ანუ მე-4 მსოფლიო ომი იქნება შურდულებით და ხელკეტებით?
შიზო ფრენია: “იდიოტები არც ახლა აკლია მსოფლიოს და არც ბირთვული იარაღის არსენალი. თვითონ ეს ინდივიდები, იმდენად საშიშნი არ არიან, რამდენადაც ის მდგომარეობა, რომელშიც ისინი შეიძლება აღმოჩნდენ. კერძოდ კი, სასოწარკვეთილი მდგომარეობა. აი ასეთ ვითარებაში კი მართლა სახიფათოა ასეთი პიროვნება. ბუნების კანონების გათვალისწინებით, იდიოტი დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად ჩავარდება ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში თუ მას მიმართულება არ მისცა სხვა. ვინც იდიოტი არ არის, მისი ვალდებულებაა იდიოტი არამც და არამც არ ჩააყენოს ასეთ მდგომარეობაში.
მშიშარა კაცი, ჩხუბში პირველი იყენებს იარაღს. ასეთივე კავშირი აქვს იდიოტს ბირთვული იარაღის გამოყენებასთან. ყველას და ყოველთვის ვერ გააკონტროლებ მაგრამ, მიუხედავად ამისა მაქსიმალური ყურადღება და ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ მსოფლიოს რაციონალურმა პოლიტიკურმა ძალებმა რადგან, შესაძლებლობა აშკარად არის“
რა საჭირო ბირთული ირაღი? ჯერჯერობით საქართველოში კიდევ უხვად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ნებისმიერ ბირთულ იარაღს ჯობია...
ასრულებული ოცნება, დღეს ჩვენი დროა!
From SLUM To HeLL: “წარმოგიდგენ შენთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ ადგილს, ადგილს სადაც მშენებლობების ბუმს ბოლო არ უჩანს, რომელიც ყოველდღე ლამაზდება და ვერცერთი ევროპული ქვეყანა სილამაზით მასთან ახლოსაც ვერ მოვა! ეს ის ადგილია, სადაც თანამედროვე, ევროპული მენტალიტეტის ქართველმა დიდი შრომისა და მონდომების ხარჯზე უნდა შექმნას, უნდა ააყვავოს მომავალი და ამისთვის სულაც არაა საჭირო ღმერთებისა თუ კერპების თაყვანისცემა.
ხშირად და უმეტეს შემთხვევაში ხელს გვიშლის უდროო რიტუალები! იმის მაგივრად, რომ თანამედროვე, ნორმალური ადამიანი, შრომაში ოფლად იღვრებოდეს, ლოცვასა თუ მსგავს სისულელეებში ფუჭად ფლანგავს ესოდენ ძვირფას დროს! ეს მაშინ როცა რუსი ოკუპანტები თბილისიდან 40კმ-ში ბანდიტობენ და “ბრადიაგობენ!”
პატივისცემით From SLUM To HeLL - მწელავთა ორგანიზაციის სახელით”
ნამდვილად! შრომა, შრომა და შრომა, ასე დაგვიბარა ძია ლენინმა! ხოლო ეს უსარგებლო შენობები, რომლებიც ცდება ამ უაზრო საქმეზე, გამოვიყენოთ ისევ ისე, როგორც ოდესმე გამოგვიყენებია - რაც კარგია - ჩვენ, პირად რეზიდენციებად; ცოტა უარესები - ხელქვეითებს დავურიგოთ; უფრო ბანძები - მუზეუმებად ვაქციოთ და ბოლო-ბოლო იარაღის საწყობებიც ხომ გვინდა? აბასთუმანში ძველი ტაძარი უკვე იყო იარაღის საწყობი ერთ დროს. ტიმოთესუბნის მონასტერში კი საკურთხეველზე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა. მაშ, გაუმარჯოს კომუნიზმს, მარად და მარად!
Georgia, PR - ვიტუალური საქართველო, როგორ გაგვიცნო ვინც არ გვიცნობდა
BeWater: “ამ თემის საწყისები ალბათ ევრიპიდესთან მიდის, რომელმაც მედეას საკუთარი შვილები დაახოცინა თავის ტრაგედიაში...
რამდენიმე თემა გაიხსნა ფილმთან დაკავშირებით, რომლის მოქმედება საქართველოში ხდება. Undisputed III - Redemption. (დაუმარცხებელი 3 - გაქცევა) ეს არის ერთი მეორეთანრიგოსანი ფილმი, რომლის ყოველი მომდევნო სერია, წინაზე უარესია. ამის გარჩევას აღარ დავიწყებ, თუნდაც არ იყოს ეგრე, მით უარესი...
იყო რამდენიმე თემა ამის შეასახებ, განვიხილეთ სხვადასხვა კუთხით... ეს თემა კი ამ კონკრეტულ ფილმზე არაა, არამედ საერთოდ მედიაზე, რომელიც უცხოეთში იქმნება და არის საქართველოს შესახებ. აქ განვიხილოთ ნებისმიერი ლიტერატურა, კინო და სხვა მედია, სადაც ჩანს, რას ფიქრობენ საქართველოზე და ქართველებზე, ან როგორ უნდათ, რომ ხალხმა დაინახოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად საზიანოა შავი და რამდენად სასარგებლოა თეთრი PR თუნდაც უცხოურ ფილმებში? როგორც სჩანს, მაგალითად საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ თეთრი მეტად სასრგებლოა...“
უნდა გაკეთდეს ახალი თამაში, სადაც საქართველო უტევს რუსეთს, პარალელურად ამერიკაზე ახორციელებს ჰაკერულ შეტევას დენის გრეშე ტოვებს აშშ-ს. თამაშის მოქმედი პირი იქნება ამერიკელი აგენტი, რომელიც საქართველოში გამოგზავნეს. კლავს „ბატონ კომბაინს“ და პრეზიდენტად თავიანთ კაცს გვისვამენ.