"ქართული ოცნების" წევრმა, ქიქბოქსინგის სამგზის საქართველოს ჩემპიონმა ცოტნე შენგელიამ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. "ქართული ოცნების" ქვემო ქართლის ოფისში აცხადებენ, რომ ცოტნე შენგელიას დაკავების შემდეგ პოლიციის მაღალჩინოსნები ოჯახის ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ცოტნე შენგელია 11 ივლისს კარალეთში მომხდარ ინციდენტში სამართალდამცავებმა დამნაშავედ ცნეს. მას 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გორის რაიონულმა სასამართლომ შეუფარდა