ცოტა ხნის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ თავკაცად ბატონი ბაჩო ახალაია დაინიშნა. ამ სამთავრობო გადაადგილების შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ ახალი მინისტრი „ქართულ ოცნებას“ დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებდა და მის წინააღმდეგ სამინისტროს ხელთ არსებულ მთელ რეზერვს აამოქმედებდა.
ახალაიამ ქართულ საზოგადოებას საკუთარი თავი უკვე დაანახა და ამის მაგალითად სოფელ კარალეთში, ბიძინა ივანიშვილის მომხრეთა წინააღმდეგ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია გახდა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ განსხვავებული პოლიტიკური აზროვნების მატარებლებს ჯოხები და ხელკეტები დაუშინეს. დევნილთა დასახლებაში ამაზრზენი ფაქტი დაფიქსირდა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ ქვის ხანაში იმყოფება. როგორ უნდა გძულდეს ოპონენტი, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდე და მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენო.
საბედნიეროდ კარალეთის ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი და დარწმუნებული ვარ, მთავრობის სადამსჯელო „ოპერაციები“ კიდევ უფრო დაუნდობელ ხასიათს მიიღებს. ალბათ დადგა დრო, რომ ქართულმა საზოგადოებრიობამ ხმა უფრო აქტიურად ამოიღოს და სააკაშვილის მომხრე თუ დაქირავებული ზონდერ ჯგუფების მოქმედება სასტიკად დაგმოს.
საქართველოს მოსახლეობა ორ დიდ ნაწილადაა დაყოფილი. „მიშისტების“ ხელში ჯერჯერობით ჯოხები, ხელკეტები, მუშტები, ფიცრები, ქვები და დანებია. მინდა რომ ვცდებოდე, მაგრამ თუ დაინახეს რომ მარცხდებიან, ტყვიების გამოყენებასაც არ მოერიდებიან. ალბათ, დროული იქნებოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უფრო გაერთიანებულიყვნენ და უფრო ხალხმრავალი აქციების ჩასატარაებლად იზრუნონ. რასაკვირველია არ მოგიწოდებთ „მტერს“ მისივე იარაღით დავუპირისპირდეთ, მაგრამ როდესაც იგივე ზონდერები გაცილებით მეტ „მოწინააღმდეგეს“ დაინახავენ, ალბათ უკან დახევა მოუწევთ.
დღეს ბიძინა ივანიშვილის მომხრეები გორში აქციას ატარებენ. იმედი მაქვს, რომ კარალეთის მსგავსი ინციდენტი არ განმეორდება და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. ზონდერებს კი მივმართავ: სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში მუდმივად არ იქნება და მომავლის საქართველოში ცხოვრება არ გსურთ? დღევანდელი კეთილდღეობისა და რამდენიმე ზედმეტი ლარის გამო საკუთარ თავებსა და ოჯახებს საფრთხის ქვეშ რატომ ამყოფებთ? არ გეშინიათ, ხვალ-ხეგ „საგმირო საქმეების“ ჩადენისთვის პასუხი რომ მოგთხოვონ?
დღევანდელი წერილის თემა კი კარალეთის ინციდენტი იქნება და ტრადიციულად სიტყვას ხალხს გადავცემ.
- “... უარესს უნდა ველოდოთ.”
- “მაქსიმალურად ცდილობს ხელისუფლება ტემპერატურის აწევას. არაფერია გასაკვირი.“
- „რაო, ბოკერია ხომ არ ხელმძღვანელობდა ქვის სროლას? გაწაფულია მაგი ჯერ კიდევ როდიდან. პაპუასები.“
- „ჩაიშლება არჩევნები და დამყარდება დიქტატურა ქვების სროლა გიკვირთ ამ ქვეყანაში? ეგ ჯერ კიდევ 2000 წელს ხდებოდა. ოღონდ, მაშინ დღევანდელ ხელისუფლებას ესროდნენ.“
- „რამდენი ასეთი ფაქტიც მოხდება, მით მეტად დაზარალდება მიშხელისუფლება.“
- „უნდა შეეგუოს ამას „ოცნება“, მარტივად არაფერი არ გამოვა. თუ უნდათ შედეგის მიღწევა, მაშინ უნდა იბრძოლონ.“
- „რას დაგამსგავსათ არქიფომ?“
- „ტიპებს საჭმელი არ აქვთ, სასმელი არ აქვთ, გამოყრილები არიან საკუთარი სახლებიდან, დაბრუნების პერსპექტივის გარეშე (ჯერჯერობით), ვერ ვმუშაობთო და მაინც მიშა–მიშას გაიძახიან. - იძახონ.“
- „უარესები მოხდება ოქტომბრამდე. ისე, ეს ერთუჯრედიანები რატომ ვერ ხვდებიან, რომ ამით ხალხის უფრო მეტ აგრესიას გამოიწვევენ და ოჯახებშიც კი აღარ ეყოლებათ ბოლოს მხარდამჭერები.“
- „უნდა ვიბრძოლოთ.“
- „შემოდგომისთვის ტყვიასაც გაისვრიან, მაგ სიტყვებით. ახალგაზრდა, ჩემხელა გალსტუკიანი ტიპები მოღალატეებს აღმოაჩენენ და დახვრეტენ. პავლიკ მოროზოვობა ჩვეულებრივი ამბავი გახდება.“
- „ეხლა დიქტატურა არ არის, თუმცა ყველაფერი მაქეთკენ მიდის.“
- „აშშ-ის ზიზია ელჩი როდის ჩამოდის?“
- „ზონდერი ის იყო, ტიტველი რო გამორბოდა და ცოლი იჭერდა? რა საცოდავი პინგვინები არიან.“
- „ეგრე თუ გააგრძელებენ, დიდი ქვებით სააკაშვილს, ახალაიებს და მაგ გამგებლებს გაუჭეჭყავენ თავებს და მერე არ გავიგო თქვენგან ადამიანის უფლებებით აპელირება. ამ მთავრობის დანერგილია ეგ მარაზმი, თქვენც ტაშს უკრავთ და შედეგად რასაც მიიღებთ მხოლოდ საკუთარ თავებს დააბრალეთ!!!“
- „ქვებიდან ტყვიებამდე 1 ნაბიჯია, წავალ ბენზინს, საჭმელს მოვიმარაგებ და თოფს ვიყიდი.“
- „თუ მიშას გორში გორაობასაც გაიხსენებ, ერთობლივ კონტექსტში ის გამოდის, რომ მაშინ მიშას 100%-იანი გარანტია ჰქონდა - პირადად მას თმის ღერი არ ჩამოუვარდებოდა.“
- „ამის დედა ვატირე, ნუთუ გაუჭირდა ივანიშვილს, რომ ვინმე რუსეთის მოქალაქეები ჩართოს ამ აქციების დროს, და რამე ინციდენტი რომ მოხდება, ამათმა იაქტიურონ ყველაზე მეტი, რომ ეგენი ცემოს ვინმემ. რამოდენიმე ეგეთი ფაქტი და ვოვასაც პრიჩინა ექნება, და მერე ვნახოთ, ჩვენი ლეგენდარული სპეცნაზელები შეიარაღებულ რუს დესანტნიკებსაც ასე ადვილად მოერევიან, როგორც უიარაღო მომიტინგე ბავშვებს და მოხუცებს? როდემდე უნდა იარონ და აცემინონ ასე თავი?“
- „5 ლარიანი მუტრუკები რომ გყავთ ნაცებო,ცალფაზიანები,ამ ქვეყანაში აღარ უნდათ ცხოვრება? ხომ ძალით იუბედურებენ თავს? ხოდა თავის თავს დააბრალონ რაც მოუვათ.“
- „8 წლის მერე ქვის ხანას მიაღწია ამ ხელისუფლებამ.“
- „სისხლის ღვრა გარდაუვალია. ყოველდღიურად იძაბება სიტუაცია და ხელისუფლება შეგნებულად მიდის მაქსიმალურ პროვოკაციაზე. არ ჩაივლის უკვალოდ. ყველა ნაცი სარზე გაისმება. გაბოროტებულია ხალხი!!!“
- „იმას არ კითხულობენ, ვინ იყო პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, ვის უნდა მიეხედა დევნილებისთვის, ვის უნდა აეცილებინა ომი თავიდან. არა ივანიშვილი სად იყოო.“
- „ადამიანს რომ ეუბნები, ძმა იმიტომ მოგიკლეს, რომ ფული არ გადაიხადეო. კალაძე კი არა, რომელი თქვენგანი მინიმუმ არ აიშლებოდა ნერვებზე ???“
- „მორიგი სირცხვილი საქართველოს ისტორიაში. მოსახლეობა კი არა, ბასიშვილის ხალხი იყო მისული და იმათ ატეხეს. მოსახლეობიდან ერთადერთი ის შიშველი გადარეული აქტიურობდა, დანარჩენი ზონდერებია.“
- „ჯერ სადა ვართ.“
- „სადაც დევნილები არიან ჩასახლებული, ყველგან ჰყავთ ზონდერები, ჟურნალისტებს ახლოს არ უშვებენ,რომ არავინ გაიგოს თუ რა პირობებში უწევთ ცხოვრება. ვითომ ჯერაც არ გაგიგიათ, რა ძალით იყრუებთ ყურებს და იბრმავებთ თვალებს?“
- „ჭაობშია საქართველო, ჩაიხრჩო და ეგ არის, ამ წუმპიდან მის ამოთრევას, ივანიშვილი კი არა, მამაზეციერიც ვერ შეძლებს!“
- „ქართლს თითქმის არ ვიცნობ და რასაც ეს ერთი კვირაა ვხედავ, საბოლოოდ დამეკარგა წარმოდგენა. მოიარეს იმერეთი, ერთი,შელაპარაკება არ მომხდარა, მოიარეს გურია, ერთი ხმამაღალი სიტყვა არ ყოფილა. მოიარეს მცხეთა თიანეთი,იყო ცოტ ცოტა აყალმაყალი, მაგრამ ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა საქმე.“
- „ესენი ვინ არიან. სირცხვილია უბრალოდ, სირცხვილი. მართლა მოიჭრეს თავი. არ მოგწონს, გადი გაერიდე. ვისაც მოსწონს ის მიუშვი და დაელაპარაკოს. ელემენტარული კულტურა არ გააჩნიათ.“
- „ჩხუბი მორევაზე არის და მერე არ გაგიკვირდეთ თუ მაგ მიშას ზონდერებს ნახავთ დასისხლიანებულს!“
- „კალაძემ კიდევ კარგად შეიკავა თავი და გაიყვანეს, თორემ რის გამოც აიჭრა, ადამიანურად ძალიან კარგად მესმის მისი. ძმა იმიტომ მოგიკლეს, რომ ფული არ გადაიხადეო , ამას ჩვეულებრივი გლეხი არ (ვერ) ეტყოდა დარწმუნებულები იყავით.“
- „ქართველი ერი არაფრის ღირსი არაა.“
- „საქართველოში მოხდება სამოქალაქო ომი. უფრო სწორად ომი სოფელსა და ქალაქს შორის.“