ემერიხმა გეზი იცვალა

ემერიხმა გეზი იცვალა

ადამიანს, რომელმაც ბოლო პერიოდის ერთ–ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი – “2012“ შექმნა, როგორც ჩანს, სულ სხვა ინტერესები გაუჩნდა, და ამჯერად დაბალბიუჯეტიანი და სხვათაგან ფრიად განსხვავებული ფილმის გადაღებვას ესწრაფვის.

როლანდ ემერიხი ფანტასტიკურ ფსევდოდოკუმენტურ ფილმს გადაიღებს, სახელწოდებით ”ზონა” (The Zone), რომლის ბიუჯეტი 5 მილიონ დოლარზე ნაკლები იქნება. The Hollywood Reporter-ი აღნიშნავს, რომ ეს რეჟისორის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ფილმი იქნება ბოლო 20 წლის განმავლობაში.  

ახალი ფილმი უცხოპლანეტელების შემოჭრაზეა. მთავარი გმირები ორმოცდაათი წლის ჟურნალისტი და ოცი წლის ოპერატორი იქნებიან: მსახიობები უკვე შერჩეულია, მაგრამ მათი ვინაობა არ ხმაურდება. გადაღებები ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყება. დღესდღეობით ემერიხის ბოლო ნამუშევარი ფილმი-კატასტროფა “2012“-ია, რომელიც ეკრანებზე გასული წლის ნოემბერში გამოვიდა.