სლოვენიელი ისტორიკოსის ახალი წიგნი გვთავაზობს ვერსიას, თითქოს სტალინი ყოფილი იუგოსლაველი დიქტატორის – ტიტოს მიერ გაგზავნილმა ქილერმა მოკლა.
1923 წელს, მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა იოსებ სტალინმა საიდუმლო წერილით მიმართა პოლიტბიუროს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ავადმყოფი საბჭოთა ბელადი, ვლადიმირ ლენინი თხოვდა სტალინს ,,თავისთავზე აეღო პასუხისმგებლობა, ეშოვა და მიეცა ლენინისთვის კალიუმის ციანიდის გარკვეული დოზა,“ რაც მას იხსნიდა ნელი სიკვდილით გამოწვეული ტანჯვისგან. ,,მე არ მეყოფა იმისი ძალა, აღვასრულო ილიჩის მოთხოვნა და უარი უნდა ვთქვა ამ მისიაზე, რამდენად ჰუმანური და აუცილებელიც უნდა იყოს ეს. აი, ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, პოლიტბიუროს წევრებს.“ სტალინი წერდა, რომ 1924 წლის 21 იანვარს ლენინი დამბლით გარდაიცვალა. უახლოეს კონფერენციაზე ექიმთა ერთმა ჯგუფმა საკითხთან დაკავშირებით მოყვარული დეტექტივების როლი მოირგო, გადასინჯა სამედიცინო ჩანაწერები და დაასკვნა, რომ დამბლა საწამლავითაც შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული. ექიმების თქმით, სტალინის ჩანაწერები იკითხება ისე, თითქოს „ქალი გამოთქვამს ზედმეტ პროტესტს“ /“the lady doth protest too much”- შექსპირი, „ჰამლეტი“/. ცნობილია, სტალინმა მემკვიდრეობით მიიღო საბჭოთა კავშირის კონტროლის უფლება და წარბიც კი არ შეუხრია, ისე დახოცა მილიონები მოგვიანებით, მთელი მისი კარიერის მანძილზე.
ეს ისტორია ემთხვევა სხვა მონათხრობს საბჭოთა საეჭვო დარტყმების შესახებ. გამოჩენილმა სლოვენიელმა ისტორიკოსმა ჟოზე პირჟევეცმა ახლახან გამოსცა იოსიპ ბროზ ტიტოს ბიოგრაფია, ვინც ყოფილ იუგოსლავიას 27 წლის განმავლობაში მართავდა. (,,ტიტო და ამხანაგები“ ბესტსელერი გახდა სლოვენიაში, თუმცა დღესდღეობით მხოლოდ სლოვენიურ ენაზეა ხელმისაწვდომი). წიგნი ასახავს უამრავ საარქივო ჩანაწერს იუგოსლავიის შესახებ, რაც ინგლისურენოვანი მეცნიერების მიერ უგულებელყოფილია.
პირჟევეცის უამრავ ახალ აღმოჩენათა შორის ირიბი, დამატებითი შტრიხებია, რომელიც გვეუბნება, რომ ტიტოს შეეძლო იუგოსლავი მკვლელისთვის სტალინის მოწამვლა დაეკვეთა. თუ ტიტო სტალინის მიმართ ისევე მოიქცა, როგორც ეს სტალინმა გააკეთა ლენინის მიმართ, მაშინ ამ თამაშში იკითხება გარკვეული პოეტური სამართლიანობა, რომელიც ჯეიმს ბონდის მსგავს ჯაშუშურ სიუჟეტს ემსგავსება.
როდესაც სტალინი გარდაიცვალა 1953 წლის 5 მარტს, მის ოთახში ტიტოს ხელით დაწერილი ბარათი იპოვეს. სტალინი თავად მრავალგზის ეცადა ტიტოს განადგურებას, მათ შორის ორჯერ – არახელსაყრელ ვითარებაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც ტიტომ რევოლუციის მოსახდენად გამოიყენა. იგი სერბებთან, ხორვატებთან და სლოვენიელებთან ერთად შეეცადა, იუგოსლავია საბჭოთა ზეგავლენისგან გაეთავისუფლებინა. სტალინს აღიზიანებდა ტიტოს რევოლუციური განწყობა და პერსონალური ქარიზმა. იგი 22– ჯერ შეეცადა მოეკლა ტიტო ომისშემდგომ წლებში, ძვირფასი ქვებით სავსე კოლოფის ჩათვლით, რომელიც გახსნისას მომწამლავ გაზს უშვებდა, მაგრამ ყველა ცდა ამაო გამოდგა. ტიტოს წერილი სტალინისადმი მეტყველებს იმაზე, რომ თუ სტალინს მრავალი მკვლელის გაგზავნა დასჭირდა, ტიტოსთვის მხოლოდ ერთის გაგზავნაც საკმარისი აღმოჩნდა.
1953 წლის 28 თებერვალს, ღამით სტალინმა დატოვა თავისი რეზიდენცია და აგარაკზე განმარტოვდა. მან შეკრიბა თავისი უახლოესი ადამიანები, მათ შორის ”ენკავედე”-ს საიდუმლო პოლიციის უფროსი და ნიკიტა ხრუშჩოვი, ასევე მოსკოვის მაშინდელი პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ერთად იყვნენ დღის 4 საათამდე, შემდეგ კი აგარაკი დატოვეს. ისინი მოგვიანებით აღნიშნავდნენ, რომ სტალინს ავადმყოფობის არაფერი ემჩნეოდა. ამის შემდეგ სტალინი გავიდა თავის საძინებელში, მცველებიც გაათავისუფლა და თან გააფრთხილა – არ გაეღვიძებინათ იგი.
სტალინი ჩვეულებრივ, როგორც წესი, ადრე დილით იხმობდა თავის დაცვას და ჩაის მოტანას თხოვდა, მაგრამ ამჯერად მისი ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. მაშინ, როცა დაცვას შეშფოთება დაეტყო, ისინი სპეციალურად გააფრთხილეს, რომ არ გაეღვიძებინათ იგი. იცოდნენ დაუმორჩილებლობა დაისჯებოდა და აგარაკზე ერთიც არ აღმოჩნდა ისეთი, ვინც წინ აღუდგებოდა სტალინის მიერ დამკვიდრებულ წესს.
მხოლოდ საღამოს 6.30 საათზე აინთო შუქი სტალინის ოთახში, მაგრამ იქედან ხმა მაინც არ ისმოდა. 10 საათზე, ბოლოსდაბოლოს, დაცვამ გადაწყვიტა შესულიყო ოთახში. სტალინი იატაკზე იწვა თავისივე შარდის გუბეში, მოძრაობისა და მეტყველების უნარის გარეშე. მისი გატეხილი საათი გვაუწყებდა, რომ იგი სწორედ 6.30 საათზე დაეცა.
მაშინაც კი, არცერთ მის ფავორიტს არ მიუცია საკუთარი თავისთვის უფლება გამოეძახებინა ექიმი. სტალინმა ბოლო პერიოდში, წმენდის ფარგლებში, საკუთარი ექიმებიც დასაჯა. დაცვამ თავდაპირველად სახელმწიფო უშიშროების მინისტრი გამოიძახა. შემდგომში რაც მოხდა უცნობია, მაგრამ დაყოვნება ისეთი ხანგრძლივი გამოდგა, რომ ისტორიკოსთა უმეტესობას სჯერა, ეს ყველაფერი შეგნებულად მოხდა.
როდესაც ექიმებმა მოაღწიეს, ავადმყოფი ნაწილობრივ პარალიზებული იყო და სისხლს აღებინებდა; როგორც ჩანდა, იგი მძიმე ფორმის დამბლით იტანჯებოდა. რუსეთის საუკეთესო პროფესიონალი ექიმები, რომელთა უმეტესობა გისოსებს მიღმა იმყოფებოდა, იმ აზრს ემხრობოდნენ, რომ სტალინი აგონიაში რამდენიმე დღე იყო. საბოლოო ჯამში იგი თავის საწოლში 5 მარტის ღამით გარდაიცვალა.
პირჟევეცი ამტკიცებს, რომ სტალინი საკმაოდ შეშფოთებული იყო, მიუთითებდა რა ტიტოს წერილზე, ინსულტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, რამაც საბოლოოდ მას ბოლო მოუღო. არსებობს ასევე ერთი გადამწყვეტი ფაქტორიც, რაც ამართლებს სამედიცინო ახსნა-განმარტებას, რომ სტალინს ადრეც ჰქონდა დამბლის უმნიშვნელო შემთხვევვები.
1955 წელს, კაცი, რომელმაც შეცვალა სტალინი, ეწვია ბელგრადს, ბოდიში მოუხადა ტიტოს სტალინის იმ მცდელობათა გამო და მიულოცა მას გადარჩენა. ,,თქვენ კარგად იმოქმედეთ საკუთარი თავის დაცვისას. თქვენ კარგი მცველები და კარგი ინფორმატორები გყავთ, რომლებიც ყველა ცნობას გაწვდიდნენ, თქვენს წინააღმდეგ სტალინის გეგმების შესახებ.“ ტიტომ გაიღიმა და თქვა: ,,სტალინმა იცოდა, რომ მე საიმედოდ ვიყავი დაცული; მრავალი გაფრთხილების შემდეგ, რომ საკმარისი იყო მკვლელთა მოგზავნა, როგორც ჩანს იგი ცოტათი შეშინდა“. კაცი, რომელმაც სტალინისაგან მიიღო ესტაფეტა, ხრუშჩოვი გახლდათ. ის იყო ადამიანი, ვინც ყველაზე მეტი მოიგო ხელისუფლებისათვის ბრძოლაში.
foreignpress.ge