ამ დროისთვის „დიდი შვიდეულის“ ფორმატზე რუსეთის მიერთება შეუძლებელია

ამ დროისთვის „დიდი შვიდეულის“ ფორმატზე რუსეთის მიერთება შეუძლებელია

ამ დროისთვის „დიდი შვიდეულის“ ფორმატზე რუსეთის მიბმა შეუძლებელია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. „ყირიმის ანექსია იყო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, ამიტომ რუსეთის გარიცხვა „დიდი რვიანიდან“ გარდაუვალი იყო“, - განაცხადა ანგელა მერკელმა, წერს გამოცემა „ბილდი“.

კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუდმივი კონტაქტი ბერლინსა და მოსკოვს შორის, ასევე ურთიერთქმედება „დიდი შვიდეულის“ ხაზით, ნარჩუნდება.

2014 წელს ყირიმში მიმდინარე მოვლენების ფონზე „დიდი რვიანის“ მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ გამგზავრებულიყვნენ სოჭში გასამართ სამიტზე და აღნიშნული სამიტი ბრიუსელში რუსეთის მონაწილეობის გარეშე გამართეს.