საპარლამენტო ფრაქციები მთავრობის წევრების ფრაქციის ფორმატში დაბარებას ვეღარ შეძლებენ

საპარლამენტო ფრაქციები მთავრობის წევრების ფრაქციის ფორმატში დაბარებას ვეღარ შეძლებენ

საპარლამენტო ფრაქციებს, ფრაქციის ფორმატში მინისტრების და სხვა თანამდებობის პირების დაბარებისა და მოსმენის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. 

ფრაქციაში მთავრობის წარმომადგენლების მისვლის ვალდებულებას ახალი რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს, თუმცა შემოდის სიახლე, რომლის მიხედვით, ფრაქციას შეეძლება მინისტრები კომიტეტზე მიიწვიოს და დაბარების შემთხვევაში, მინისტრი ვალდებული იქნება პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მივიდეს. 

ახალი რეგლამენტის პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.