ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში „ქართული ოცნების“ შემადგენლობა ცნობილია

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში „ქართული ოცნების“ შემადგენლობა ცნობილია

საპარლამენტო უმრავლესობის ის დეპუტატები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში იმუშავებენ.

„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიაში შემდეგი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი: არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე. 

შეგახსენებთ, ასევე ცნობილია საპარლამენტო უმცირესობის ის დეპუტატები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში იმუშავებენ. უმცირესობა საგამოძიებო კომისიაში შემდეგი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი: სერგი კაპანაძე (კომისიის თავმჯდომარე), ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი და გიგა ბოკერია.

როგორც ცნობილია, მმართველ გუნდსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვით პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში უმცირესობა უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და 17-კაციან კომისიაში 9 ადგილი “ევროპული საქართველოს” წევრებს ექნება.
კომისიის შექმნაზე დადგენილებას პარლამენტი ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.