მიეცით პოლიციას შესაძლებლობა, შეასრულოს თავისი მოვალეობები, რამეთუ დაიცვას თქვენი უსაფრთხოება

მიეცით პოლიციას შესაძლებლობა, შეასრულოს თავისი მოვალეობები, რამეთუ დაიცვას თქვენი უსაფრთხოება


22:35 13-05-2018
  გიორგი გახარია - მიეცით პოლიციას შესაძლებლობა, შეასრულოს თავისი მოვალეობები, რამეთუ დაიცვას თქვენი უსაფრთხოება მიეცით პოლიციას შესაძლებლობა, შეასრულოს თავისი მოვალეობები, რამეთუ დაიცვას თქვენი უსაფრთხოება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წუთებში სიმშვიდის დაცვაა. 

„მოგეხსენებათ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ საკმაოდ დაძაბულია ვითარება, ამიტომ დამატებითი ნიუანსებით და დეტალებით არ მინდა უხერხულობა შევქმნა, დამატებითი გამწვავების საბაბი შევქმნა. ამიტომ ვთვლი, დღეს ასეთ შეკითხვებს პირადად გაეცეს პასუხი, რისთვისაც მე მზად ვარ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთოება. ამიტომ ხაზგასმით კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მიეცით პოლიციას შესაძლებლობა, შეასრულოს თავისი მოვალეობები, რამეთუ დაიცვას თქვენი უსაფრთხოება, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება. პოლიციისთვის ერთ მხარსაც და მეორე მხარესაც, არიან ჩვენი თანამოქალაქეები. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ წუთებში დავიცვათ სიმშვიდე. დავჯდეთ და წყნარად, მშვიდად, დღეს იქნება თუ ხვალ, ყველა შეკითხვას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნიათ, გავცეთ პასუხები, რისთვისაც მე პირადად მზად ვარ“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა: „დარწმუნებული ვარ, ეს დიალოგი შედგება უახლოეს პერიოდში“.