მიუხედავად დაძაბული ეფექტისა, ადგილზე პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას

მიუხედავად დაძაბული ეფექტისა, ადგილზე პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას

მიუხედავად დაძაბული ეფექტისა, რომელიც ეკრანზე ჩანს, ადგილზე პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე არსებული სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება თავიდან იყოს აცილებული.

“მე ჩვენს ტელემაყურებლებს მინდა ვუთხრა შემდეგი, გუშინაც და დღესაც, პოლიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება ჩვენს მოქალაქეებს შორის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი დაძაბულია მდგომარეობა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ და იმ შემთხვევაში თუ ერთი ან მეორე მხრიდან არის შეკითხვები, მზად ვართ, ადგილზე ვუპასუხო შეკითხვებს. მიუხედავად დაძაბული ეფექტისა, რომელიც ეკრანზე ჩანს, ადგილზე პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომლებსაც გაუჩნდათ შეკითხვები, ადგილზე გავცემთ პასუხს და კიდევ უფრო დავამშვიდებთ სიტუაციას. ერთად ვიპოვით გამოსავალს ამ კრიზისული სიტუაციიდან“, – განაცხადა გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.