ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო

ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო

ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

პრემიერმა მოუწოდა ყველას, შეინარჩუნონ ერთიანობა. „კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, შევინარჩუნოთ ერთიანობა ერთი საერთო მიზნის გარეშემო, იმ მიზნისა, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის დაცვა. ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეთ ადამიანების სიცოცხლის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად“, - განაცხადა პრემიერმა.