კახა კალაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა პარლამენტთან აქციაზე ემოციურ ფონზე მოითხოვეს

კახა კალაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა პარლამენტთან აქციაზე ემოციურ ფონზე მოითხოვეს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ემოციურ ფონზე მოითხოვეს.

„ამასთან დაკავშირებით გაკეთებული იყო განცხადებები მათი მხრიდან, რომ ეს იყო მათი ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებები. ახალგაზრდების ლიდერების მხრიდან იყო ეს განცხადებები გაკეთებული“, – აცხადებს კახა კალაძე.

კალაძის თქმით, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციების ფორმას რაც შეეხება, ეს შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს.

„პოლემიკის საგანი შეიძლება იყოს, თუ როგორი ფორმით უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთ რამეში ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკორეალიზატორებს ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა ვებრძოლოთ“, – აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.