ქართუ ჯგუფში დროებითი მმართველი ინიშნება. აქციები არც აუქციონზე გაიყიდება და არც სახელმწიფო საკუთრებაში გადავა. დროებითი ხელმძღვანელის მთავარი მიზანი კი იმ 75-მილიონიანი ჯარიმის ამოღება იქნება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დააკისრეს. შესაბამისი განცხადება 3 საათის წინ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაავრცელა და სასამართლოს მიმართა, რომ ქართუს აქციები იძულებითი მართვის რეჟიმში გადაიყვანოს. ასეთ დროს დროებითი მმართველი მესაკუთრის ყველა უფლებით სარგებლობს, თუმცა ქონება ძველ მფლობელებს ეკუთვნით. ანალოგიური გადაწყვეტილებაა მიღებული პროგრესს-ბანკის შემთხვევაშიც. შეგახსენებთ, რომ აუქციონის ვადა გუშინ საღამოს ამოიწურა. პროცედურის მიხედვით, 15 დღის ვადაში ან განმეორებითი აუქციონი უნდა გამართულიყო, ან დაყადაღებული აქციები სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა გადასულიყო. თუმცა აღსრულების ბიურომ კანონში ჩადებული, მაგრამ დღემდე გამოუყენებელი მესამე გზა არჩია.