სინოპტიკოსების ინფორმაციით, 20-21 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 20-21 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

20-21 აპრილს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს, - აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

ამასთან, 20-21 აპრილს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 20 - 21 აპრილს +18, +17 გრადუსამდე დაიკლებს.