Reuters - რუსეთმა აშშ-სგან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების კომპენსაცია მოითხოვა

Reuters - რუსეთმა აშშ-სგან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების კომპენსაცია მოითხოვა

რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მიმართა, რათა აშშ-სგან მოითხოვოს კომპენსაცია, ვაშინგტონის მხრიდან ალუმინსა და ფოლადზე შემოღებულ ტარიფებთან დაკავშირებით.

ამის შესახებ სააგენტო Reuters ორგანიზაციის დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ადრე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას აშშ-ს მიმართ ანალოგიური მოთხოვნით ჩინეთმა, ინდოეთმა და ევროკავშირმა მიმართა.