პრეზიდენტმა სარგსიანმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის რატიფიკაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა სარგსიანმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის რატიფიკაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა ხუთშაბათს, ხელი მოაწერა რატიფიკაციის კანონს სომხეთსა და ევროკავშირს შორის გაფართოებული და ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა.

11 აპრილს ქვეყნის პარლამენტმა ევროკავშირთან შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. 

ევროკავშირი დოკუმენტის მიღების შემდეგ, სომხეთს 2020 წლამდე 175 მილიონი დოლარით ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ქვეყნის მთავრობა ვალდებულია ეს ფინანსები მიმართოს ხელშეკრულების პირობების შესრულებისკენ. ასევე, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი მიანიჭებს სომხეთს გეგმას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. 

ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი  2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში მოეწერა. სომხეთის მხრიდან, შეთანხმებას ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედუარდ ნალბანდიანმა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა - ფედერიკა მოგერინიმ.