თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შესაძლოა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები სეისმომდგრადობაზე შემოწმდეს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"დაგეგმილ მშენებლობებს რაც შეეხება, ყველანაირი დასკვნა ნებართვის მიღების დროს უნდა იყოს წარმოდგენილი. უკვე აშენებული სახელმწიფო შენობები შესაძლებელია გადავამოწმოთ, რაც შეეხება კერძო საკუთრებებს, მას ვერ შევეხებით. შეგვიძლია ამის დაგეგმვა, თუ არსებობს პრობლემური შენობა-ნაგებობები, იქ მოვიქცევით ისე, როგორც ბაღების შემთხვევაში მოვიქეცით, სახელმწიფო საკუთრებებს ვგულისხმობ, კერძო საკუთრებებს ჩვენ ვერ ვეხებით",- განაცხადა კალაძემ.