თუკი უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარე კვირას არ გაიმართება, გამიჩნდება ეჭვი, რომ განგებ, ხელოვნურად ჭიანურდება

თუკი უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარე კვირას არ გაიმართება, გამიჩნდება ეჭვი, რომ განგებ, ხელოვნურად ჭიანურდება

თუკი უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარე კვირას არ გაიმართება, გამიჩნდება ეჭვი, რომ განგებ, ხელოვნურად ჭიანურდება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. 

“არის საკითხები, რაც უახლოეს ხანში გუნდის შიგნით უნდა გაირკვეს. თუკი უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარე კვირას არ გაიმართება, გამიჩნდება ეჭვი, რომ განგებ, ხელოვნურად ჭიანურდება. რაც ითქვა, ითქვა! ჩვენი თვითმიზანი არეულობის შეტანა და კონფლიქტის გაღვივება არ არის. სწორედ ამიტომ შეხვედრამდე კომენტარებს აღარ ვაკეთებ. სწორედ ეს შეხვედრა დაგვანახებს, მომავლში როგორ და რანაირად უნდა წავიდეს საქმე. თუკი მიზანი იქნება ერთი, რომ მოვაგვაროთ საქმე და იმ მთავარ მიზანს გავუფრთხილდეთ, რისთვისაც ვართ, მაშინ საქმე აქეთკენ უნდა წავიდეს“, - აღნიშნა ქანთარიამ. 

არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ქუთაისში, სავარაუდოდ, 18 ან 19 აპრილს გაიმართება.