ნიკის 65-ე შემოდგომა

ნიკის 65-ე შემოდგომა

ლეგენდარული ბრიტანული როკ ჯგუფის, “დიფ ფარფლის“ ერთ–ერთი დამაარსებელი – ნიკ სიმპერი, დღეს 65 წლის გახდა. ნიკი ყველა ჯგუფში სადაც კი ის მოღვაწეობდა, ბას-გიტარისტი იყო. ნიკოლას სიმპერი დაიბადა 1945 წლის 5 ნოემბერს ლონდონის გარეუბან საუსოლში. ის ცნობილია, როგორც რამდენიმე ჰარდ როკ ჯგუფის და მათ შორის უკვდავი “დიფ ფარფლის“ ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი.

1967 წელს ჯგუფ “სერჩერსის“ ყოფილი დრამერი კრის კურტისი დაუკავშირდა ლონდონელ ბიზნესმენ ტონი ედვარდს იმ იმედით, რომ ის დაეხმარებოდა ახალი ჯგუფის შექმნაში. ედვარდსმა თანხმობა განაცხადა დაფინანსებაზე თავის ორ პარტნიორ : ჯონ კოლეტასა და ჯონ ჰაირთან ერთად. (ჰაირი-ედვარდსი-კოლეტა H-E-C ენტერფრაისი)

კურტისი შეუდგა ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომლის სახელი იყო რაუნდებაუთი. პირველი ვინც ჯგუფს შეუერთდა იყო ჯონ ლორდი . შემდგომ კურტისმა დაითანხმა გიტარისტი რიჩი ბლექმორი დაბრუნებულიყო ჰამბურგიდან და მიეღო მონაწილეობა მოსმენაში ახალი ჯგუფის შექმნის მიზნით. კურტისი მალე ჩამოშორდა ჯგუფს, მაგრამ ბლექმორმა და ლორდმა გაგრძელეს მუშაობა H-E-C ენტერფრაისთან და ჯგუფში მიღეს ბას-გიტარისტი ნიკ სიმპერი, მოგვიანებით კი ვოკალისტი როდ ევანსი და დრამერი იან პეისი. 1968 წლის გაზაფხულს დანიაში ტურნეს შემდეგ ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს ჯგუფოსთვის დაერქვათ დიფ ფარფლი (იდეა რიჩი ბლექმორს ეკუთვნოდა)

1968 წლის ტურნე აშშ-ში ჯგუფისთვის წარმატებული გამოდგა. სიმღერა Hush (Hush) სადებიუტო ალბომიდან Shades of Deep Purple დიფ ფარფლის პირველ ჰიტად მიჩნევა. მეორე ალბომის The Book of Taliesyn გამოსვლა დაემთხვა ჯგუფის ამერიკაში ტურნეს პერიოდს . ინგლისში ის მხოლოდ შემდეგ წელს გამოჩნდა. 1969 წელს გამოვიდა მესამე ალბომი Deep Purple. ინგლისში ეს ალბომი ჰარვესთ რექორდსმა გამოუშვა, ამერიკაში კი - ტეტრაგრამატონმა.

ამ უკანასკნელს პრობლემები შექმნა, რადგან ალბომის ყდისთვის გამოყენებული სურათი ჰიერონიმუს ბოსხის ტკბობის ბაღი ვატიკანს ეკუთვნოდა. საბოლოდ ტეტრაგრამატონი გაკოტრდა, როცა ალბომის ჯერ კიდევ უშვებდნენ. სამი ალბომის გამოშვების და ამერიკაში ხანგრძლივი ტურნეს შემდეგ როდ ევანსი და ნიკ სიმპერი უცერემონიოდ გაძევეს, მათ ნაცვლად კი ვოკალისტი იან გილანი და ბას-გიტარისტი როჯერ გლოვერი მიღეს. ასე ჩამოყალიბდა ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემადგენლობა.

ჯგუფის ამ შემადგენლობამ გამოუშვა საკონცერტო ალბომი Concerto for Group and Orchestra, სრული სამ მოქმედებიანი ნაწარმოები, რომლის ავტორიც ჯონ ლორდი არის. დიფ ფარფლმა ეს ნაწარმოები სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად შეარსულა სამეფო ალბერტ ჰოლში (დირიჟორი - მალკოლმ არნოლდი). ეს იყო როკ ჯგუფისა და ორკესტრის ერთ-ერთი პირველი ერთობლივი ნამუშევარი, თუმცა, იმ დროისთვის, დიფ ფარფლის ზოგიერთი წევრი (განსაკუთრებით რიჩი ბლექმორი) არცთუ მოხარული იყო იმით, რომ მათი ჯგუფი მოიხსენიებოდა როგორც "ჯგუფი, რომელიც ორკესტრთან ერთად უკრავდა". მათ განზრახული ჰქონდათ ჯგუფის განვითარება უფრო ვიწრო, ჰარდ როკ სტილში.

დიფ ფარფლის დაარსებამდე სიმპერი რამდენიმე ჯგუფში უკრავდა. მათ შორის Lord Sutch's Savages-ში, სადაც რიჩი ბლექმორი გაიცნო. შემდეგ უკრავდა ჯგუფ The Flower Pot Men-ში ჯონ ლორდთან ერთად.

1969 წელს ნიკ სიმპერი დიფ ფარფლიდან დაითხოვეს. ჯგუფიდან წასვლის შემდეგ ის სხვადასხვა დროს შემდეგ ჯგუფებში უკრავდა: Warhorse, Nick Simper's Dynamite, Flying Fox, Nick Simper's Fandango, Quatermass II, და The Good Old Boys.