აშშ-ს კონგრესი საქართველოს 105 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

აშშ-ს კონგრესი საქართველოს 105 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს

აშშ-ს კონგრესი საქართველოს დახმარების სახით 105 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია 2018 ფინანსური წლისთვის აშშ-ს ბიუჯეტის პროექტში, რომელიც კონგრესში გავრცელდა.

„საქართველოს დახმარების სახით გამოეყოს სულ მცირე 105 325 000 დოლარი, ხოლო უკრაინას - სულ მცირე 420 700 000 დოლარი“, - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში არ შედის უკრაინისთვის განკუთვნილი 200-მილიონიანი სამხედრო დახმარება.

ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრის ჩატარების ბოლო ვადა პარასკევია, რის შემდეგაც ბიუჯეტს ხელი აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა უნდა მოაწეროს.