ეგზიტპოლის თანახმად, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა

ეგზიტპოლის თანახმად, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, დღეს რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. 

წინასწარი მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 73,9% მიიღო. ეგზიტპოლის შედეგებით, მეორე ადგილზე "კომუნისტების" კანდიდატი პაველ გრუდინინი (11,2%), ხოლო მესამე ადგილზე "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი (6,7%) გავიდა. 

აღსანიშნავია, რომ ტელეჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა ამომრჩეველთა ხმების 2,5% მიიღო, რაც მეოთხე ადგილია.