გივი ჭიჭინაძე ერთ–ერთი საუკეთესო კანდიდატია, ვინც კი შეიძლება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში წარგვედგინა

გივი ჭიჭინაძე ერთ–ერთი საუკეთესო კანდიდატია, ვინც კი შეიძლება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში წარგვედგინა

გივი ჭიჭინაძე ერთ–ერთი საუკეთესო კანდიდატია, ვინც კი შეიძლება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში წარგვედგინა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

მდინარაძემ დაადასტურა, რომ ჭიჭინაძის წარდგენასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს გაფართოებულ სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

„გივი ჭიჭინაძე არის პროფესიონალი. მას აქვს საუკეთესო პიროვნული თვისებები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში, აქვს დიდი გამოცდილება და არის ერთ–ერთი საუკეთესო კანდიდატი, ვინც შეიძლება ყოფილიყო. ჭიჭინაძის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ და ასევე დარწმუნებული ვარ მის წარმატებულ საქმიანობაში პარლამენტში“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ. 

28 აპრილს ხონსა და ვანში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება.