მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს

დიდმარხვის მესამე კვირა დღეს, ხვალ, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II საკვირაო წირვას ხვალ, 10:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს.

ჯვრის თაყვანისცემასთან დაკავშირებით ხვალ წირვის დროს საკურთხევლიდან სასულიერო პირები ყვავილებით შემკულ ჯვარს გამოაბრძანებენ, რომლის ტაძარში დაბრძანების შემდეგ მრევლი სამჯერ მეტანიას ასრულდებს. 

პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემას მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის შუა პერიოდში აღნიშნავს, რათა ჯვრის შემწეობითა და ძალით მშვიდობით მოხდეს მარხვის დასრულება.