საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 29:9 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 29:9 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 29:9 დაამარცხა. "ბორჯღალოსნები" რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში დაუპირისპირდა. შეხვედრა რუსეთში, კრასნოდარში გაიმართა.

დღევანდელი მატჩის ჩათვლით საქართველო რუსეთს რაგბიში 22-ჯერ დაუპირისპირდა, აქედან 20 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა.

"ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგს შეხვედრა რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.