ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საკითხზე პარლამენტის ბიუროს რეზოლუციის ორი პროექტი წარედგინა

ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საკითხზე პარლამენტის ბიუროს რეზოლუციის ორი პროექტი წარედგინა

ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საკითხზე პარლამენტის ბიუროს რეზოლუციის ორი პროექტი წარედგინა. 

პარლამენტის რეზოლუციის ერთი პროექტი - საპარლამენტო უმრავლესობის, ხოლო მეორე - უმცირესობის მიერ არის მომზადებული. მათი განხილვა 7 მარტის პლენარულ სხდომაზე იგეგმება. 

უმრავლესობის რეზოლუციის პროექტით, საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, მიიღოს ზომები, რათა მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა და ასევე, მოქალაქეებს ლევან ქიტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს მიეცეთ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობა. აღნიშნული რეზოლიციის პროექტში არის მიმართვა, რომ გაძლიერდეს ძალისხმევა ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვების შესახებ.

რაც შეეხება უმცირესობის ავტორობით ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, მის ძირითად არსს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას დაევალოს შეადგინოს “ოთხიზორია-ტატუნაშვილის სია“ და მასში ყველა ის პირი შეიყვანოს, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდება საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევის საქმეებში, მათი შემგომი სანქცირების მიზნით.