უმრავლესობის რეზოლუციაში სანქციებისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ჩამატების შემთხვევაში, მზად ვართ, რეზოლიციის ერთ პროექტზე შევჯერდეთ

უმრავლესობის რეზოლუციაში სანქციებისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ჩამატების შემთხვევაში, მზად ვართ, რეზოლიციის ერთ პროექტზე შევჯერდეთ

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში სანქციებისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ჩამატების შემთხვევაში, "ევროპული საქართველო" მზადყოფნას გამოთქვამს, რომ რეზოლიციის ერთ პროექტზე შეჯერდნენ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

"საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ დამატებითი კომპრომისი უმრავლესობას და ვიმუშაოთ ვერსიაზე, რომ მივიღოთ ერთი რეზოლუცია. ჩვენ მზად ვართ, რომ საფუძვლად ავიღოთ უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუცია და მასში ჩავამატოთ ელემენტი, რომელიც მას აკლია - ეს არის სანქციები და ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის შექმნა. ეს არის ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც ვცდილობთ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე შევთანხმდეთ იმიტომ, რომ ამ რეზოლუციის მიღება და ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიისა და სანქციების მიღება არის აუცილებელი მკვლელების დასასჯელად და მომავალში ქართული მოსახლეობის დასაცავად. ამიტომ მზად ვართ, კონსუტლაციებისთვის, გამოვდივართ დამატებითი შეთავაზებით და იმედი გვაქვს, რომ სხდომამდე მოხერხდება უმრავლესობასთან კონსულტაციების გამართვა. ვეცდებით, რომ შევჯერდეთ ერთი რეზოლუციის პროექტზე", - განაცხადა ბაქრაძემ.

როგორც ცნობილია, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე პარლამენტში რეზოლუციის ორი პროექტია შესული. ერთი უმრავლესობის, მეორე კი უმცირესობის მიერაა ინიცირებული.