ევროპარლამენტარებმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შემუშავებას მხარი დაუჭირეს

ევროპარლამენტარებმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შემუშავებას მხარი დაუჭირეს

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შემუშავებას ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა განუცხადა. მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანია კონკრეტული საერთაშორისო ნაბიჯების გადადგმა.

”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შემუშავებას მხარი უკვე დაუჭირეს იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც „მაგნიტსკის სიაზე“ იმუშავეს. დღეს მნიშვნელოვანია კონკრეტული საერთაშორისო ნაბიჯების გადადგმა და „ქართული ოცნება“ ამას არ აპირებს. ამ სიის შემუშავებაზე უარის თქმა იქნება საზიანო და უდიდესი შეცდომა საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მტერს, რომელიც გაიტაცებს და აწამებს საქართველოს მოქალაქეებს, უნდა ესმოდეს რომ ისინი ვერ მოახერხებენ გაიხარონ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა”, - განაცხადა კანდელაკმა.