კახა ბექაური: საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებში აქტიურად ჩავერთვები

კახა ბექაური: საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებში აქტიურად ჩავერთვები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ბექაური წერს, რომ გადაწყვიტა, აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებში და სამეურვეო საბჭოს კანდიდატების შესაბამისობასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიაროს საზოგადოებას, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

"რუსთავი 2" თქვენი სატელეფონო ზარის შემდეგ, დავინტერესდი ვინ არიან წარდგენილები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატებად. ნამდვილად არ ვიყავი ჩართული ამ პროცესებში, რადგან კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ მონაწილეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის სამართლებრივ პროცედურებში, რაც გითხარით კიდეც სატელეფონო კომენტარში. თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციაა, რომელიც ქვეყანაში მედიაპოლიტიკის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. სიის ნახვის შემდეგ, გადავწყვიტე რომ აღარ დავტოვო ეს საკითხი უყურადღებოდ და მეტად აქტიურად ჩავერთო საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებში. მათ შორის, გავუზიარო ჩემი მოსაზრებები კანდიდატების შესაბამისობის შესახებ, საზოგადოებას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს", - ნათქვამია კახა ბექაურის "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში.