ჩვენ, უახლოეს პერიოდში ველოდებით არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებას

ჩვენ, უახლოეს პერიოდში ველოდებით არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებას

ჩვენ, უახლოეს პერიოდში ველოდებით არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებას საკუთარ ოჯახში, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"იცით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ყველა საერთაშოროსო ბერკეტი იქნა გამოყენებული, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო. ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით ტატუნაშვილის გადმოსვენებას საკუთარ ოჯახში. ამაში ჩარეული იყო სახელმწიფოს ყველა შესბამისი ორგანო, საპატრიარქოც", - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება რეზოლუციებს, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ფრაქციის, ან პარტიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტთან გვექნება საქმე.

"აქ არის ქვეყნის ინტერესი, საერთო ინტერესი და როდესაც საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარდაცვლილ ადამიანს შეეხება, ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემას, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, ამიტომ ნებისმიერ საკითხზე ვიმსჯელებთ და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ოპონენტების შენიშვნებიც გავითვალისწინოთ და საერთო დოკუმენტიც კი შედგეს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა მდინარაძემ.