“ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მოსკოვთან კომუნიკაციაში დახმარების თხოვნით მათთვის არ მიუმართავს”

“ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მოსკოვთან კომუნიკაციაში დახმარების თხოვნით მათთვის არ მიუმართავს”

ოფიციალურ თბილისს შვეიცარული მხარისთვის არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით არ მიუმართავს, - ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, ლუკას ბეგლინგერმა განაცხადა.

ასე უპასუხა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ჟურნალისტების კითხვას, შედგა თუ არა კომუნიკაცია მოსკოვთან შვეიცარიის საელჩოს საშუალებით, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით.

"ძალიან სამწუხარო ამბავია. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდებით შედეგებს. როგორც შვეიცარული მხარე, ვაცხადებ, რომ ეს არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ გადავუხვიოთ საერთო მიმართულებას, დიალოგის გზას. რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, მოხდა თუ არა ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოსკოვთან დაკავშირება, ჩემთვის არ უთხოვიათ, შესაბამისად, რადგან მოთხოვნა არ იყო, არანაირი ქმედება შვეიცარიის საელჩოსგან არ მომხდარა", - განაცხადა ელჩმა.