ვლადიმერ პუტინი:  რუსეთი ამერიკას თავის მოქალაქეებს არ გადასცემს

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ამერიკას თავის მოქალაქეებს არ გადასცემს

რუსეთი თავის მოქალაქეებს, რომლებსაც 2016 წლის ამერიკის არჩევნებში ჩარევა ბრალდებათ, აშშ-ს არ გადასცემს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია NBC-ს განუცხადა.

„არასოდეს რუსეთი თავისი მოქალაქეების ექსტრადირებას საერთოდ არ ახორციელებს, ისევე, როგორც აშშ“, - განაცხადა პუტინმა კითხვაზე პასუხისას, არის თუ არა მზად რუსეთის ფედერაცია გადასცეს თავისი მოქალაქეები აშშ-ს.

ცნობილია, რომ ამერიკის სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა რუსეთის 13 მოქალაქე და სამი იურიდიული პირი ამერიკის არჩევნების ჩარევაში დაადანაშაულა.