თავისუფლების მოედანზე არჩილ ტატუნაშვილისადმი სოლიდარობისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია „მშვიდობა ომზე მეტია!“ დასრულდა

თავისუფლების მოედანზე არჩილ ტატუნაშვილისადმი სოლიდარობისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია „მშვიდობა ომზე მეტია!“ დასრულდა

თავისუფლების მოედანზე არჩილ ტატუნაშვილისადმი სოლიდარობისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული აქცია „მშვიდობა ომზე მეტია! Peace > war!“ დასრულდა. 

აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას. ასევე, გაიმართა ფლეშმობი ლოზუნგით "ომი არ დასრულებულა" (war is not over!). აქციაზე შედგა რეჟისორ თაკო რობაქიძის მოკლემეტრიაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების ყოფას ასახავს. 

აქციის ორგანიზატორები რიგითი მოქალაქეები არიან, რომლებმაც აღნიშნული ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს, პოლიტიკოსებს, თანამდებობის პირებსა თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს კი მოუწოდეს, გადადონ გვერდით საკუთარი ინტერესები და ყოველგვარი სტატუსის გარეშე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, შეუერთდნენ აქციას. შესაბამისად, პოლიტიკური გამოსვლები ღონისძიებაზე არ ყოფილა.