იური ლუცენკო: „კარვების ქალაქში“ პარლამენტის აღების გეგმა მუშავდებოდა

იური ლუცენკო: „კარვების ქალაქში“ პარლამენტის აღების გეგმა მუშავდებოდა

კიევში, რადას შენობასთან მომხდარ მოვლენებს უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო გამოეხმაურა. როგორც მან Facebook-ის გვერდზე დაწერა, „კარვების ქალაქში“ პარლამენტის აღების გეგმა მუშავდებოდა. 

მისივე თქმით, არ შეიძლება „კარვების ქალაქი“ იარაღის ასაფეთქებელი ნივთიერებების გროვად გადაიქცეს. 

ლუცენკომ ასევე აღნიშნა, რომ პროკურორები ყურადღებით აკვირდებიან დაკავებულებისა და სამართალდამცველების ურთიერთობასაც. 

3 მარტს პოლიცია „კარვების ქალაქში“ საგამოძიებო ქმედებებისა და ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა, რამაც მხარეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებების დროს დაკავებულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.