ვლადიმერ პუტინის მხრიდან ნატო-ს მოკავშირეების მისამართით მუქარები მიუღებელია

ვლადიმერ პუტინის მხრიდან ნატო-ს მოკავშირეების მისამართით მუქარები მიუღებელია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხრიდან ნატო-ს მოკავშირეების მისამართით მუქარები მიუღებელია და დაძაბულობის შემცირებას ხელს არ უწყობს, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა.
„რუსეთის მუქარისშემცველი განცხადებები მიუღებელი და კონტრპროდუქტიულია. ჩვენ არ გვსურს ახალი ცივი ომი ან გამალებული შეიარაღება. ყველა მოკავშირე მხარს უჭერს შეიარაღების კონტროლის შესახებ დადებულ შეთანხმებებს“, - აღნიშნა ლუნგესკუმ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს ვლადიმერ პუტინმა პარლამენტის ორივე პალატის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საშუალო, მცირე ან ნებისმიერი სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთი განიხილავს, როგორც ბირთვულ თავდასხმას საკუთარ ქვეყანაზე.