საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს წარმატებული არჩევნები მიულოცა.
განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მინდა, გამოვეხმაურო იმ სახელისუფლებო რეფორმებს, რომელიც სომხეთში ხორციელდება. მინდა, მივულოცო წარმატებული არჩევნები არმენ სარქისიანს, რომელიც ასევე, საქართველოს მეგობარია. ვიცით, რომ ეს არჩევნები უკვე ჩატარდა პარლამენტში და მინდა ვუსურვო ჩვენს მეგობარ ქვეყანას, რომ წარმატებით დაასრულოს ის რეფორმა, რომელიც დაწყებულია სომხეთში. მინდა, ასევე, გამოვთქვა კმაყოფილება გამართული მოლაპარაკებების შედეგთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს კიდევ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მიმართულებებით - მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ძალიან საჭირო შეხვედრები. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს გულთბილი მიღებისათვის და მინდა, მთელი გულით ვუსურვო წარმატება ჩვენს მოძმე მეგობარ ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.