აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, ნარკოლოგიურ დისპანსერში ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა

აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, ნარკოლოგიურ დისპანსერში ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის, საგანგებო სიტუაციებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ინფორმაციით, ბაქოში, რესპუბლიკური ნარკოლოგიური დისპანსერის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნათქვამია უწყებების ერთობლივ განცხადებაში.

მათივე ცნობით, შენობაში 55 ადამიანი იმყოფებოდა და 31 მათგანის გადარჩენა მოხერხდა.
ხანძრი ნარკოლოგიურ დისპანსერში დღეს დილით გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში, რომელიც 2 საათი გაგრძელდა, 43 სახანძრო მანქანა და 160 ადამიანი იყო ჩართული. 

მომხდართან დაკავშირებითმ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. წინასწარი ვერსიით, აალების მიზეზი ელექტროსისტემის გაუმართავობა გახდა.