„კლიპ-არტი“ დედებისთვის ორიგინალურ ღონისძიებას მართავს/ ღონისძიებაში დედები და შვილები მიიღებენ მონაწილეობას.
„კლიპ-არტმა“ უამრავი სიურპრიზი მოამზადა, რაც ამ დღეს დედებისა და შვილებისთვის დაუვიწყარს გახდის.
ღონისძიების გენერალური სპონსორია სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“.
ღონისძიება 3 მარტს, 12:30-დან 15:00 საათამდე პერიოდში „თბილისი მოლში“ არსებულ გასართობ ცენტრ „ბუმბუმში“ გაიმართება.
მედიისთვის დასწრება თავისუფალია.
საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი
ტელ.: 577 037000.