რუსეთი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ავითარებდა შეიარაღებას, რომელიც ხელს უწყობს დესტაბილიზაციას

რუსეთი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ავითარებდა შეიარაღებას, რომელიც ხელს უწყობს დესტაბილიზაციას

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს თეთრი სახლი გამოეხმაურა. „პრეზიდენტმა პუტინმა ის დაადასტურა, რაც შეერთებულმა შტატებმა ყოველთვის იცოდა და რასაც რუსეთი უარყოფდა. რუსეთი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ავითარებდა შეიარაღებას, რომელიც ხელს უწყობს დესტაბილიზაციას“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა. 

„აშშ-ს თავდაცვის შესაძლებლობები არის და იქნება საუკეთესო. ახლა, თავდაცვის ახალი, 700 მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტის გამო, ჩვენი სამხედრო ძალები უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე. როგორც პრეზიდენტის ბირთვული პოტენციალის მიმოხილვამ აჩვენა, ამერიკა საკუთარი ბირთვული არსენალის მოდერნიზებისკენ მიდის“, - აღნიშნა სარა სანდერსმა.

გუშინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის წევრების წინაშე სიტყვით გამოვიდა, სადაც იარაღის რამდენიმე ახალ სახეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გასული წლების განმავლობაში რუსეთს არავინ არ უსმენდა, მასთან არსებითი საუბარი არავის სურდა და ახლა მოუწევთ მათი მოსმენა.