აშშ-მ უკრაინისთვის „ჯაველინების“ მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-მ უკრაინისთვის „ჯაველინების“ მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ს ადმინისტრაციამ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინების“ მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამმართველოში  განაცხადეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „უკრაინის მთავრობამ Javelin-ის 210 რაკეტის შესყიდვა მოითხოვა, ხოლო გარიგების ღირებულება 47 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“. 

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული კომპლექსის უკრაინისათვის მიწოდება უკრაინის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

„Javelin-ის სისტემა უკრაინას საშუალებას მისცემს გრძელვადიანი თავდაცვითი შესაძლებლობები შექმნას თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - განაცხადეს უწყებაში.