ციურიხში ერთ-ერთი ბანკის შენობასთან მომხდარი სროლების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, სიტუაციას აკონტროლებენ და მოქალაქეებისთვის საფრთხე არ არის. მაშველების განცხადებით, ადგილზე მისულებს ორი ადამიანი დახვდათ, რომელთაგან ერთი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე კი ოდნავ მოგვიანებით გარდაიცვალა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ოთხი-ხუთი გასროლის ხმა გაიგეს. სროლის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ასევე უცნობია ინფორმაცია თავდამსხმელის შესახებ.