აშშ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს ამ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების დაწყებისას გამართულ ღონისძიებაზე კვირიკაშვილმა ისაუბრა აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება გამოვხატო იმ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილებისთვის, რომლებიც შეხვედრაზე გაჟღერდა. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე. მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ აშშ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და - საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს ამ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.