აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესაძლებლობას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ტელეარხ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ და ნაბიჯები გადავდგით კანონის - "საპასუხო ზომები ამერიკის შეერთებული შტატების მტრების წინააღმდეგ” სანქციების შესაბამისად, რამაც ხელი შეუშალა რუსეთისთვის მნიშვნელოვანი თავდაცვითი გარიგებების გაფორმებას. ჩვენ განვიხილავთ სანქციების შესაძლო დაწესებას დამატებითი პირებისთვის“, - აღნიშნა ტილერსონმა როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ აწესებს აშშ რუსეთთან მიმართებით იმ სანქციებს, რომლებსაც კონგრესი მოითხოვს.

ვაშინგტონის მხრიდან 29 იანვრამდე ელოდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციების სიას გააფართოვებდნენ. შედეგად, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს შეატყობინა იმ ზომების შესახებ, რომლის მიღებასაც აპირებდა, რათა დაერწმუნებინა მესამე ქვეყნები უარი ეთქვათ რუსეთთან შეიარაღების მრეწველობის სფეროში მუშაობაზე. მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ თავად კანონი „შეკავების საშუალებას წარმოადგენს“ და თუ „კანონი იმუშავებს, შესაძლოა, აღარ იყოს საჭირო კონკრეტული ორგანიზაციებისთვის ან ცალკეული პირებისთვის სანქციების დაწესება.“

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში არაერთხელ განაცხადეს, რომ 29 იანვარი მოსკოვისთვის სანქციების დასაწესებლად უკიდურესი ვადა არ ყოფილა. ე.წ. კრემლის სიაში მოხსენიებული შესაძლო შეზღუდვების შემოღება რუსეთის ფიზიკურ პირებთან და ორგანიზაციებთან მიმართებით შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის.