ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკმა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, მე ვერ გეტყვით, როდის მოხდება ეს. თუმცა, მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს უკრაინელ და ქართველ კოლეგებს - იმოქმედეთ მშვიდად. იმუშავეთ ამ საკითხზე და მზად იყავით გამოიყენოთ ალიანსთან დაახლოების ნებისმიერი შესაძლებლობა, თუ ის განჩდება“, - განაცხადა იური ლუიკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შესაბამის კითხვაზე პაუხისას.
მაგალითად მან ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება მოიყვანა.
„ალბათ გახსოვთ, როგორი მეგობრები იყვნენ თავის დროზე პრეზიდენტები ბუში და პუტინი. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ბუშმა მხარი დაუჭირა ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატო-ში შესვლას. გაიხსენეთ, რა თქვა ამაზე პუტინმა: „ჩვენ ეს არ მოგვწონს, მაგრამ ამის გამო ომს ნამდვილად არ დავიწყებთ“. რა თქმა უნდა, ახლა სხვა დროა, მაგრამ მე გირჩევთ არ დაკარგოთ იმედი“, - დასძინა მან.