აშშ-ს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ბრალის წარდგენა ალბათ, ჰოლივუდის კრიმინალური კომედიიდანაა სახელწოდებით „პუტინის 13 მეგობარი“

აშშ-ს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ბრალის წარდგენა ალბათ, ჰოლივუდის კრიმინალური კომედიიდანაა სახელწოდებით „პუტინის 13 მეგობარი“

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ რუსეთის 13 მოქალაქის მიმართ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ბრალდებას სისულელე უწოდა.

„რუსეთის 13 მოქალაქის მიმართ წარდგენილი ბრალდება ამერიკის არჩევნებში ჩარევის გამო, როგორც ჩანს, რუსოფობიური ისტერიისა და კამპანიის ნაწილია, რაც დასავლურ საზოგადოებაშია. ეს ყველაფერი უხერხულია და სისულელეს ჰგავს“, - განაცხადა დღეს ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში სლუცკიმ და დაინტერესდა, თუ როგორ შეძლო 13-მა ადამიანმა რეალური გავლენა მოეხდინა ამერიკის 300 მილიონზე მეტ ამომრჩეველზე, რომელთა უკან დგას სახელმწიფო მანქანა და მილიარდობით დოლარი, რომელიც არჩევნებში იდება.

„ისტორია, ალბათ, ჰოლივუდის კრიმინალური კომედიიდან არის პერიფრაზირებული სახელწოდებით „პუტინის 13 მეგობარი“, - აღნიშნა სლუცკიმ.

რუსეთის 13 მოქალაქეს აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევის გამო, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ამის შესახებ სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მუელერმა განაცხადა. 

შესაბამისი დოკუმენტი შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ბრალდებულთა შორის არის ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმიერ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება. იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულა, რომ ამ 13 პირს ადანაშაულებენ: შეთქმულებაში, „თაღლითობის მიზნით საბანკო მაქინაციებისთვის მონაცემთა გადაცემის ელექტრონული საშუალებების გამოყენებაში“, ასევე პერსონალურ მონაცემთა მიტაცებაში.