სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

17 თებერვალს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - თოვლი. 

17 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 18 თებერვალს +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს.