იენს სტოლტენბერგი:  სრული ბირთვული განიარაღება მსოფლიოს საფრთხეს უქმნის

იენს სტოლტენბერგი: სრული ბირთვული განიარაღება მსოფლიოს საფრთხეს უქმნის

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ ბირთვული შეიარაღება, რადგან სრული განიარაღება მსოფლიოს არასტაბილურობის საფრთხეს ქმნის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„ნატო ჯერჯერობით რჩება ბირთვულ ალიანსად“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. „მსოფლიო, რომელშიც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას გააჩნიათ ბირთვული იარაღი, ნატოს კი არა - ეს სახიფათო მსოფლიოა“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, გენერალურმა მდივანმა მხარი დაუჭირა იდეას ძირითადი ბირთვული სახელმწიფოების ნაწილობრივ ბირთვულ განიარაღებას: „ჩვენ დაინტერესებულები ვართ პროპორციულ და ბირთვული პოტენციალის ურთიერთშემცირებით“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.