უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი ოლეგ სლობოდიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 12 თებერვალს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა საიმიგრაციო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად სააკაშვილს აცნობეს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება მის დაბრუნებაზე იმ ქვეყანაში, სადაც აქამდე იმყოფებოდა. თუმცა, აღნიშნული პროცედურის აღსრულებისას მიხეილ სააკაშვილის გარემოცვიდან უცნობი პირები თავს დაესხნენ სამართალდამცველებს. მესაზღვრეები იძულებულნი გახდნენ თავი დაეცვათ და ძალისმიერი მხარდაჭერა გამოიყენეს“, - განაცხადა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დღეს კიევში მდებარე რესტორან „სულუგუნში“ ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.