ტელეარხი ТСН წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე კიევიდან პოლონეთის მიმართულებით გაფრინდა.
დღეს კიევში მდებარე რესტორან „სულუგუნში“ ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა განახორციელა. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტირებას აპირებს.