უკრაინული გამოცემა ТСН წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში გააძევებენ.
ამავდროულად, მაღალჩინოსანმა წყარომ აღნიშნა, რომ დეპორტაცია მოხდება არა ნიდერლანდებში, არამედ იმ ქვეყანაში, საიდანაც სააკაშვილი უკრაინაში უკანონოდ შემოვიდა.
გამოცემის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში სააკაშვილის დეპორტაცია პოლონეთში მოხდება, საიდანაც ის 2017 წლის სექტემბერში უკრაინაში შეიჭრა.